CNN: გერმანიაში საახალწლო ფოიერვერკებთან დაკავშირებულ ინციდენტებს 5 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, ახალი წლის ღამეს, ფოიერვერკებთან დაკავშირებულ ინციდენტებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია ათობით სასწრაფო დახმარების მუშაკი.

ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის 45 წლის კაცი, რომელიც ე.წ. ფოიერვერკის ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა.

ბერლინის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, მეხანძრეებს ფოიერვერკებთან დაკავშირებულ 1892 ინციდენტზე მოუხდათ რეაგირების მოხდენა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 294-ით აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები