მონტენეგროში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი მოკლა – ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

სამხრეთ მონტენეგროში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სროლა ცეტინიეს რაიონში, ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს შორის სიტყვიერი კამათის შემდეგ მოხდა.

მოგვიანებით დადასტურდა, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, დანილო სარანოვიჩის თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა მოკლა საკუთარი ოჯახის წევრები, რესტორნის მფლობელი და მისი ორი შვილი.

მონტენეგროს მთავრობამ ქვეყანაში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მილოიკო სპაიჩმა მომხდარი ფაქტი „საშინელ ტრაგედიად“ შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები