1-ელი იანვარი პავლე ინგოროყვას დაბადების დღეა
1893 წლის პირველ იანვარს დაიბადა – ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი და საზოგადო მოღვაწე – პავლე ინგოროყვა.
მასალას თბილისის მუზეუმების გაერთიანება ავრცელებს.
1912 წელს, პავლე ინგოროყვა, როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
1912 წელს, პავლე ინგოროყვა, როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
1917 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1919 წლამდე იყო „საქართველოს ეროვნული საბჭოს“ წევრი.
1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აქტს.
1921-1923 წლებში, პროტესტის ნიშნად, კ. გამსახურდიასთან, ვ. კოტეტიშვილთან და ა. აბაშელთან ერთად იყო „შავჩოხიანთა ჯგუფის“ წევრი.
1925 წელს, მისი ინიციატივით დაფუძნდა გამომცემლობა „ქართული წიგნი“, რომელმაც ინგოროყვას რედაქციით 1926-1928 წლებში გამოსცა ილია ჭავჭავაძის მრავალტომეული.