თერჯოლაში 12 უსახლკარო ოჯახს ბინები გადაეცა

თერჯოლაში 12 უსახლკარო ოჯახს ბინები გადაეცა.

ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში, ლევან ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ოცნებები ხდება. დღეს თერჯოლაში 12 უსახლკარო ოჯახს სახლის გასაღები გადავეცით და ახალმოსახლეობა მივულოცეთ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოქმედი, სახლდაზიანებული მოქალაქეების სოციალური პროგრამის ფარგლებში, 12 შეჭირვებულ ოჯახს, დღეიდან მიეცემა საშუალება იცხოვროს თბილ და კომფორტულ გარემოში. თერჯოლაში, ამ სასიკეთო პროგრამის წყალობით ახალმოსახლეობა უკვე 41-მა ოჯახმა იზეიმა”, – წერს ლევან ზალკალიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები