„თორმეტი თვე“ – მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე საახალწლო ზღაპარი ბავშვებისთვის
3 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა და საახალწლო ზღაპარი ბავშვებისათვის –„თორმეტი თვე“ გაიმართება. თეატრის ინფორმაციით, ეს იქნება ძველი სლოვენიური ზღაპრის ახალი, ორიგინალური, ადაპტირებული ვერსია.
„სპექტაკლი საშობაო-საახალწლო საჩუქარია ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის. სპექტაკლი მარადიულ თემებს ეხმაურება – რწმენას, სიყვარულს, პატივისცემას, მიტევებას… სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას.
სლოვენიური ზღაპრის მიხედვით თარგმნა მაია ჯაფარიძემ.
დამდგმელი რეჟისორი – ციცინო კობიაშვილი;