მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად ილია მეორეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მიხეილ ყაველაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა.
პატრიარქმა ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.