ოლაფ შოლცი: სოციალური ქსელების მფლობელები გერმანიის ბედს ვერ გადაწყვეტენ
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის ამომრჩეველს მოუწოდა, სოციალური ქსელების მეპატრონეებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედის გადაწყვეტის უფლება არ მისცენ, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
შოლცმა ეს განცხადება იმის გამო გააკეთა, რომ მილიარდერი ილონ მასკი ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უჭერს მხარს და პარტიის მისამართით გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გამო, მასკი ქვეყნის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.
როგორც შოლცმა მის წინასაახალწლო მილოცვაში თქვა, მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ, თუ სად წავა გერმანია 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ.
„ამას სოციალური ქსელების მფლობელები ვერ გადაწყვეტენ. გერმანული საზოგადოების ბედი „ჭკვიანი და ღირსეული ადამიანების დიდ უმრავლესობაზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა შოლცმა.