“სპორტული გორი 2024“ – გორში სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია გაიმართა
“სპორტული გორი 2024“ – გორში სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 2024 წლის მიღწევები შეაჯამეს, წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს და გამოავლინეს სამ ნომინაციაში გამარჯვებულები.
“ფულადი ჯილდოები ერგოთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებს, საქართველოს ჩემპიონებს, სათამაშო სახეობებში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებსა და მათ მწვრთნელებს.
2024 წლის შედეგების მიხედვით, ნომინაციების გამარჯვებულები გახდნენ:
წლის საუკეთესო სპორტსმენი – გენო პეტრიაშვილი
თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2024 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
წლის საუკეთესო მწვრთნელი – არჩილ ბარამიძე
ტიტულოვანი ფალავნის გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელი, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მწვრთნელი.
წლის საუკეთესო გუნდი – ძიუდოს კლუბი “გოლდენ გორი”
ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი;
ღონისძიება ყოველ წელს ტრადიციულად გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.
პროექტი განხორციელდა “სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.