დავით შერაზადიშვილი: დღეს დატრიალებული ტრაგედია უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სოფელ ნახიდურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ორი ახალგაზრდის გამო.
ძნელია იპოვო სიტყვები, რომელიც იმ დიდ ტკივილს გამოხატავს რასაც ორი ახალგაზრდა სიცოცხლის შეწყვეტა იწვევს.
ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს. დღეს დატრიალებული ტრაგედია უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის“, – დავით შერაზადიშვილი.