„ზუგდიდის დადიანების სასახლეები ნამდვილად იმსახურებდა ასეთ ლამაზ და ინფორმაციულ გვერდს“
„ზუგდიდის დადიანების სასახლეები ნამდვილად იმსახურებდა ასეთ ლამაზ და ინფორმაციულ გვერდს“! – ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია დადიანების სასახლეთა ვებგვერდს ეხმაურება.
https://dadianipalaces.ge/our-team/ დიდხანს არ მიფიქრია, თუ რომელი გვერდით უნდა მეცნობებინა საზოგადოებისათვის, ისტორიაში პირველად ზუგდიდის დადიანების სასახლეების ვებგვერდის ამუშავება! კიდევ ერთი წარმატება, თანამედროვეობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი! ზუგდიდის დადიანების სასახლეები ნამდვილად იმსახურებდა ასეთ ლამაზ და ინფორმაციულ გვერდს!
სწორედ ამიტომაც ამ ვებგვერდის ამუშავებას ამ მუზეუმის თანამშრომლებისადმი მიძღვნილი გვერდით გაცნობებთ, ეს ადამიანებიც ხომ ამ დიდებული საგანძურის ნაწილია! არც ბულინგმა, არც შანტაჟმა, არ დაცინვამ და არც კულუარებში დაგეგმილმა პროვოკაციებმა შედეგი არ გამოიღო, რადგან ეს ხალხი, ყველა ერთად, საყვარელ საქმეს დიდი ენთუზიაზმით აკეთებდა და აკეთებს! კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დიდ წარმატებას ჩემს საყვარელ სასახლეს“! – წერს გიორგი კალანდია.