წყნარ ოკეანეში მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა და სტიქიის ეპიცენტრი ცენტრალური ჩილეს სანაპიროსთან მდებარეობდა.
გეომეცნიერებათა გერმანიის კვლევითი ცენტრის (GFZ) ინფორმაციით, მიწისძვრა მიწის ქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
წინასწარი სეისმური მონაცემების მიხედვით, მიწისძვრას მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.