შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: სალომე ზურაბიშვილის მიმართ რიტორიკა იმიტომ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ, ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ნახეთ როგორ აირევა მათი ურთიერთობა

რიტორიკა იმიტომ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ. ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ნახეთ როგორ აირევა მათი ურთიერთობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე რას ფიქრობდა სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვებაზე ოპოზიციის ნაწილში გაღიზიანების გამოიწვევაზე – პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „სალომე ზურაბიშვილის სტატუსის გამოყენება ხდებოდა ოპოზიციის მიერ. ეს ის ოპოზიციაა, რომლის ეპითეტები გვახსოვს ქალბატონი სალომეს მიმართ, ეპითეტები, რომელიც ყოველგვარ ზღვარს იყო გაცდენილი. ზუსტად იმ ოპოზიციის მიერ იყო ქალბატონი სალომე არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოცხადებული.

„ეს რიტორიკა იმიტომ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ. ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ნახეთ როგორ აირევა მათი ურთიერთობა. მოსალოდნელიც იყო [გაღიზიანება] საბოლოო ჯამში, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს არა ამ ქვეყნის პატრიოტებთან, არა ხალხთან, რომელსაც პოლიტიკური იდეოლოგია აქვს, არამედ მარიონეტებთან, რომლებიც სხვების დაკვეთით მოქმედებენ. ასე რომ, ჟურნალია ეს რასაც ვხედავთ, კინო წინ არის მათ რიგებში დაპირისპირების“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები