“სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს სამწუხარო წარსულია” – გურამ მაჭარაშვილი

“სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს სამწუხარო წარსულია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი სასახლეს არ დატოვებდა, ეს მისი მასხრად აგდება იქნებოდა.

„რასაც ამბობდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა. მაგალითად, თქვა, აქ მატარებელი რომ ჩამიყენეს, არ ჩავჯდებიო და მატარებელმა თავად გაასწრო. ვიდრე მატარებელი წავიდოდა, იქამდე თავად გაასწრო. ასე ყველა იმ ადამიანს მოუწევს, ვინც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებს შეეწინააღმდეგება. ვნახავთ, როგორი პოლიტიკური თავდასხმები იქნება რიგით სალომე ზურაბიშვილზე. მისი სიტყვები მნიშვნელოვანი უკვე არათუ ქართველი ხალხის მიმართ არ არის, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვისაც“ აღარ იქნება. ის ადამიანებიც გამოჩნდნენ, ვინც სალომე ზურაბიშვილის მიმართ საყვედურები არ დაიშურა. თუ სალომე ზურაბიშვილი სასახლეს არ დატოვებდა, ეს მისი მასხრად აგდება იქნებოდა, რა რეპუტაციით წავიდა, ისედაც ვიცით – მოღალატის სტატუსით წავიდა. თუ სკამს ჩაებღაუჭებოდა, ეს წინასაარჩევნო გასართობი პროგრამა იქნებოდა, რადგან არალეგიტიმურ პრეზიდენტს ვერავინ ვერ დაიცავდა. როგორც ჩანს, ვიღაც ჭკვიანებმა ურჩიეს, რომ საბოლოოდ არ გამასხარავებულიყო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები