“მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნებს ღირსებას, სახეს და ის იქნება გამაერთიანებელი პრეზიდენტი” – სალია
“მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნებს თავის ღირსებას, თავის სახეს და ის იქნება გამაერთიანებელი პრეზიდენტი”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სალიამ განაცხადა.
როგორც სალიამ აღნიშნა, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, კერძოდ, საქართველო გადავიდა სრულად საპარლამენტო მოწყობაზე.
“მოხდა მიხეილ ყაველაშვილის, როგორც მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია. მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნებს თავის ღირსებას, თავის სახეს და ის იქნება გამაერთიანებელი პრეზიდენტი. ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც, დიდი იმედია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს დეპოლარიზაციას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებობს,” – აღნიშნა სალიამ.