ფრანგი პოლიტიკოსი – სალომე ზურაბიშვილზე: ევროკავშირისა და ნატოს აგენტი პრეზიდენტის სასახლეში ვერ დარჩა!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას ფრანგი პოლიტიკოსი, პარტია „პატრიოტების“ ლიდერი, ფლორიან ფილიპო სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დასრულდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ისტორია, რომელიც ფიქრობდა, რომ, მარცხის მიუხედავად, შეძლებდა პრეზიდენტის სასახლეში დარჩენას! ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] წარუმატებლობა! ევროკავშირისა და ნატოს აგენტი [პრეზიდენტის] სასახლეში ვერ დარჩა! დავიცვათ ხალხის სუვერენიტეტი!“ – წერს ფლორიან ფილიპო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები