“სალომე ზურაბიშვილს არც პრეზიდენტის პოსტი უშლიდა ხელს, ყოფილიყო რადიკალური ოპოზიციის ლიდერი” – ბოჟაძე
“სალომე ზურაბიშვილს არც პრეზიდენტის პოსტი უშლიდა ხელს, ყოფილიყო რადიკალური ოპოზიციის ლიდერი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
“მათ შორის, დაიწერა ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომ იგი ღიად ერეოდა საარჩევნო კამპანიაში, გაცდა პრეზიდენტის მანდატს, ახლა კიდევ უფრო თავისუფალი იქნება. შეეძლება გაწევრიანდეს რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში, ან თავად დააფუძნოს პოლიტიკური პარტია და გააგრძელოს ოპოზიციასთან ერთად თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციისთვის აღარ იქნება სალომე ზურაბიშვილის ფიგურა ისეთი საინტერესო, როგორც ის იყო პრეზიდენტის რანგში”, – აღნიშნა ბოჟაძემ.