ირაკლი ქადაგიშვილი – „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ დავაზე: ამ ყველაფრის უკან იყო ის ფარული ხელი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედებდა
“რაც აქამდე კულისებს მიღმა ხდებოდა, ამის გამოააშკარავება მოხდა”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „კრედიტ სუისის’’ საქმეს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და ეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
„ჩვენ გვახსოვს, აშშ აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულის გაუჩინარებას „კრედიტ სუისში“ არანაირი კავშირი არ ჰქონდა აშშ-სთან. როდესაც მან ყველა სასამართლო დავა მოიგო, ამის შემდეგ ამ თანხის გაცემა უკვე პერსონალური სანქციით შეაფერხეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის უკან იყო ის ფარული ხელი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედებდა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.