ვოლსკი – მიხეილ ყაველაშვილზე: ეს არის ადამიანი, შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, სამშობლოზე, პატრიოტი, თავდადებული

“პრეზიდენტს აქვს ერთი უპირატესობა, რომ ის გახდება ფიგურა, ბევრს ასპექტში შეიძლება, სიმბოლური, მაგრამ ეს სიმბოლიზმიც ძალიან ბევრს ნიშნავს ისევე როგორც დროშა, გერბი, პრეზიდენტის დროშა და პრეზიდენტის ინსტიტუტი ზოგადად”, – ამის  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს საკმაოდ დიდი რესურსია იმისთვის, რომ საზოგადოების კონსოლიდაციისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მხოლოდ განცხადებებზე და მოწოდებებზე არ არის ლაპარაკი. იზრუნოს ყოველთვის, რესურსის მობილიზება გააკეთოს ყველა მხრიდან პოლიტიკური პარტიები იქნება ეს, სამთავრობო სტრუქტურები თუ საქველმოქმედო რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. ეს ინიციატივები იქნება ის მთავარი მიმართულება, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოჰკიდებს.

გარდა ამისა, ეს არის ადამიანი, შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, სამშობლოზე, პატრიოტი, თავდადებული, რომელსაც ცოდნის საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია სპორტული ცხოვრებიდან და დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, სადაც ის კარგა ხანია, არის და შესამჩნევი ფიგურაა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები