ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არის ერთიანი, კოლექტიური ძალა და ამ კოლექტიურობას განაპირობებს სწორედ ერთი ხელი, რომელიც მართავს ყველა ამ პოლიტიკურ სუბიექტს
ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ოპოზიცია აქამდე იქნებოდა დაშლილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთიანი, კოლექტიური ძალა და ამ კოლექტიურობას განაპირობებს სწორედ ერთი ხელი, რომელიც მართავს ყველა ამ პოლიტიკურ სუბიექტს.
„რეალურად, ოპოზიციის შიგნით, პარტიებს შიგნითაც კი აქვთ სერიოზული პრობლემები, სერიოზული დაპირისპირებები, წინააღმდეგობები. ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ოპოზიცია აქამდე იქნებოდა დაშლილი. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, კოლექტიური ძალა და ამ კოლექტიურობას განაპირობებს სწორედ ერთი ხელი, რომელიც მართავს ყველა ამ პოლიტიკურ სუბიექტს. სხვა შემთხვევაში, მათ შორის, იმის გამო, რომ ეს პოლიტიკური ძალა დამარცხდა, ბუნებრივია, იქ არის სერიოზული შიდა დაპირისპირებები, თუმცა სწორედ გარე ჩარევა არ აძლევთ მათ იმის თავისუფლებას, რომ დაიშალონ, გაიშალონ და სხვანაირად სცადონ წარმატების მიღწევა მომავალში”, – განაცხადა პრემიერმა.