ნიკოლოზ მეტრეველი – გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანზე: რამ დასცა ფსკერს ქვემოთ გამობრძმედილი აგენტი შაიშმელაშვილი? ფულმა, რომელიც ოპოზიციისგან აიღო
ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის თაობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„რამ დასცა ფსკერს ქვემოთ გამობრძმედილი აგენტი შაიშმელაშვილი? სად არის მუნდირის ღირსება? ოფიცრის ზნეობრივი იდეალები?
ამ კითხვას ხშირად სვამენ. პასუხი ძალიან პროზაულია: შაიშმელაშვილი დასცა იმან, რამაც დასცა კიკუ – ფულმა, რომელიც ოპოზიციისგან აიღო. ალბათ ისეთი თანხა იყო, ბოდღო ყვალთავასი არ იყოს, ფოთის პოლიცმაისტერიც რომ გაიხდიდა და რა მუნდირი და მორალი?!“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.