საქართველოს სახალხო მხატვრის – აპოლონ ქუთათელაძის დაბადებიდან 125 წელი გავიდა

საქართველოს სახალხო მხატვრის, ფერმწერის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის, აპოლონ ქუთათელაძის, დაბადებიდან 125 წელი გავიდა. საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს აპოლონ ქუთათელაძის ხსოვნას და ქართული კულტურის წინაშე მის უდიდეს დამსახურებას.
„აპოლონ ქუთათელაძეს თავისი შემოქმედების ადრეული პერიოდიდან იზიდავდა ბატალური და ჟანრული თემატიკა. იგი მრავალფიგურიანი კომპოზიციის უბადლო ოსტატი იყო და უსაზღვრო ფანტაზიისა და ზეპირი ხატვის გასაოცარი ნიჭის წყალობით იგი დიდი ზომის ფერწერულ სურათებს უმოკლეს დროში ქმნიდა. აპოლონ ქუთათელაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე ბატალურ და ჟანრულ სახელოსნოებს ხელმძღვანელობდა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წლების მანძილზე მისი სახელოსნოებიდან ქართულ ფერწერას ბევრი სახელოვანი მხატვარი შეემატა.
აპოლონ ქუთათელაძე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი (1959-1972), სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და საქართველოს სამხატვრო ფონდის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები