“რამდენიმე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი, დაფინანსებას იღებს, ფაქტობრივად, აღიარებს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგებს” – ქადაგიშვილი
“რამდენიმე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი, დაფინანსებას იღებს, ფაქტობრივად, აღიარებს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგებს და ამ შედეგებიდან გამომდინარე – მათ დაფინანსებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
“ნაციონალური მოძრაობის” რადიკალური ფრთა იმავე ტაქტიკას მიმართავს – ამ დაფინანსებას არ იღებს, რომ მას ჰქონდეს ერთგვარი “მორალური” უფლება, ქვეყანაში რევოლუციური მუხტი რომ არ გაანელოს.
ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ შინაარსობრივად ოპოზიცია დაქსაქსულია, მაგრამ გარკვეული ხელი მათ მაინც მართავს, რომ ოპოზიციის ნაწილი დაიტოვოს შიდასაპარლამენტო ბრძოლის ბერკეტად, აგრეთვე გარე რევოლუციური მოძრაობის ერთგვარი მორალური უფლების მქონედ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.