ლევან მგალობლიშვილი: მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად

“დღეიდან საქართველოს უკვე ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ჰყავს! დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად”,,- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს გაერთიანება მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით არის შესაძლებელი.

„მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ურთიერთპატივისცემით და ერთიანობით მივაღწევთ ჩვენს უმთავრეს მიზანს – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დღეს ქვეყნის მე-6 პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა, რომელიც საარჩევნო კოლეგიამ ხუთი წლის ვადით აირჩია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები