შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი – ვახტანგ გომელაური მოადგილეებსა და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო, რომელიც პარლამენტის სასახლეში გაიმართა.
“საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა”, – წერია შსს-ს ინფორმაციაში.