დავით შერაზადიშვილი – მიხეილ ყაველაშვილზე: მჯერა, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საქმეში!

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი  – დავით შერაზადიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

ის მიხეილ ყაველაშვილს თანამდებობის დაკავებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას. წარმატებებს ვუსურვებ ღირსეულ, პატრიოტ ადამიანს ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.

მჯერა, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საქმეში!“, – აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები