“ვულოცავ ბატონ პრეზიდენტს  ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავებას” – ნინო წილოსანი

“ვულოცავ ბატონ პრეზიდენტს  ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს საქართველო ისტორიული მომენტის მომსწრეა.

“დღეს ყველა ისტორიული მომენტის მონაწილე ვართ.

საქართველოს პირველი არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი ჰყავს და ჩვენ სრულად საპარლამენტო რესპუბლიკის დახვეწილ მოდელზე გადავედით.

ვულოცავ ბატონ პრეზიდენტს  ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავებას. მჯერა, ის ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას და იდგება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე

უფალმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა”, – წერს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები