“სალომე ზურაბიშვილს როდესაც ევალებოდა, მაშინ არ დაუცვია არც კონსტიტუცია და არც საქართველოს ინტერესები, შესაბამისად, ვერანაირი პოზიტიური მოლოდინი მის საქმიანობაზე ვერ მექნება” – მაკა ბოჭორიშვილი
“სალომე ზურაბიშვილს როდესაც ევალებოდა, მაშინ არ დაუცვია არც კონსტიტუცია და არც საქართველოს ინტერესები, შესაბამისად, ვერანაირი პოზიტიური მოლოდინი მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვერ მექნება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილი დღეიდან არის ყოფილი პრეზიდენტი.
“მას აქვს სრული თავისუფლება, განახორციელოს ის საქმიანობა, რაც მას სურს. რაც შეეხება ოპოზიციისთვის პრეზიდენტობას, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც მას ევალებოდა ყოფილიყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი, აირჩია ოპოზიციის ლიდერობა თავის დროზევე და ეს არჩევანი იყო მისი. ახლა ეს უკვე მათი ურთიერთობების საქმეა, თუ რა პოზიციებით იქნება სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის რიგებში ჩაწერილი.
სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ევალებოდა ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა და ამ ქვეყნის ინტერესების დაცვა, მაშინ არ დაუცვია არც კონსტიტუცია და არც საქართველოს ინტერესები. შესაბამისად ვერანაირი პოზიტიური მოლოდინი ვერ მექნება მის საქმიანობასთან თუ მოქმედებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.