გიორგი კალანდარიშვილმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს – ფაიგ გულიევს მიუსამძიმრა.
ცესკო-ს ინფორმაციით, კალანდარიშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„საქართველოს ცენტრალური კომისიის სახელით, გვსურს ღრმა მწუხარება გამოვხატოთ აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო. შეძრულები ვართ ამ ტრაგედიით და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ მეგობრებს, აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და აზერბაიჯანელ ხალხს“, – ჩაწერა გიორგი კალანდარიშვილმა სამძიმრის წიგნში.