შოლცი: გერმანია უკრაინაში თავის ჯარისკაცებს არ გაგზავნის

გერმანია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიაში, მაგრამ ამ ომში თავის ჯარისკაცებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„მოგვიანებით [ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის] ასევე განიხილება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რაშიც ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გერმანია“, – თქვა შოლცმა T-Online-თან ინტერვიუში.

ამასთან, მან უკრაინაში გერმანული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ დისკუსიას „უცნაური“ უწოდა.

„მე არ გავაგზავნი გერმანელ ჯარისკაცებს ამ ომში“, – განაცხადა შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები