აქთაუში მომხდარი შემთხვევის გამო, ჩეჩნეთში 28 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, 28 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
„თვითმფრინავის ავარიასთან დაკავშირებით, რომელიც მიფრინავდა ბაქო – გროზნოში, მწუხარებას გამოვხატავ მსხვერპლთა გამო და თანაგრძნობას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. ვიძლევი განკარგულებას: გლოვა გამოცხადდეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2024 წლის 28 დეკემბერს“, – ნათქვამია განკარგულების ტექსტში.