არჩილ გორდულაძე მიხეილ ყაველაშვილზე: ერთმა პატრიოტმა ადამიანმა უნდა დაუბრუნოს ღირსება იმ ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია 

“29 დეკემბრის მიმართ მოლოდინი გვაქვს ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და რაც ქართველი ხალხის ნება იყო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩლ გორდულაძემ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილმა უნდა დაუბრუნოს ღირსება იმ ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია.

„მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის ფარგლებში უნდა დადოს ფიცი და ამ ფიცის დადების მომენტიდან ის შეუდგება სრულად უფლებამოსილების განხორციელებას, რომელიც თავის თავად დიდი ტვირთიც იქნება მისთვის, რადგან ერთმა პატრიოტმა ადამიანმა უნდა დაუბრუნოს ღირსება იმ ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია და რომელიც ფეხქვეშაა გათელილი უკვე რამდენი ხანია და მათ შორის, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის მიერაც.

ერთი მხრივ ტრაგიკულიცაა და მეორე მხრივ კომედიის ჟანრშიცაა გადაზრდილი სამწუხარო ქმედებები, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს. თავიანთი პატრონების წამქეზებლობით იქამდეც კი არის მისული, რომ სკამსაა ჩაბღაუჭებული.

რას გადაწყვეტს სალომე ზურაბიშვილი ნაკლებად საინტერესოა. დიდი ეჭვი არსებობს, მათ შორის დასაბუთებული, რომ სალომე ზურაბიშვილი არც არაფერს წყვეტს, ის იღებს კონკრეტულ დავალებას. ახლა მიღებული აქვს დავალება, რომ როგორმე მუხტი გაზარდოს, მაქსიმალურად შეეცადოს რომ დესტაბილიზაციის დონე იყოს მაღალი. მინდა, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მის პატრონებს ვუთხრა, რომ ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, მათი შედეგი იქნება ნულოვანი“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება,

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები