რეჟისორი გურამ (გიზო) გაბესკირია გარდაიცვალა
88 წლის ასაკში რეჟისორი გურამ (გიზო) გაბესკირია გარდაიცვალა.
გიზო გაბესკირია იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „დათა თუთაშხია“ (1977 წელი, გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად), „ვასილ კიკვიძე“ (1980 წელი გ. კალატოზიშვილთან ერთად), „ზღვის მაშვრალნი“ (1986 წელი, „ქართული ფილმისა“ და საფრანგეთის „პატესინემას“ ერთობლივი ნამუშევარი ე. საშენთან ერთად).
1980 წელს რეჟისორმა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიიღო.
1997 წლიდან მოღვაწეობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. 2006 წლიდან იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საპატიო პროფესორი.
გიზო გაბესკირია იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (2024).