“პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო” – პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პაპუაშვილი, პარლამენტის სახელით, მის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს”, – წერს შალვა პაპუაშვილი.