გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე: რეალური სურათი ასეთია, როგორც ყოველთვის ორმაგი სტანდარტი

“ოპოზიციური პარტიები დავობენ ერთმანეთში საბიუჯეტო დაფინანსების მიღება არის თუ არა დათმობა და პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის გარკვეული ნიშნები”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თემაზე კამათის დროს, იკარგება ყველაფერი, რასაც სერიოზულობა ჰქვია.

“რეალური სურათი ასეთია, როგორც ყოველთვის ორმაგი სტანდარტი, როგორც ყოველთვის უღირსობა, როგორც ყოველთვის რაღაც თამაშები, რომლებიც აკადრეს მთელს საზოგადოებას კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვინც ფულს იღებენ, ვინც ფულს არ იღებენ ისინიც. ახლა დავობენ ერთმანეთში არის თუ არა ეს დათმობა და პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის გარკვეული ნიშნები, უფრო სწორედ პარლამენტში ყოფნის დადასტურება და სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურად აღიარება. აი ამ თემაზე კამათის დროს, რასაკვირველია, იკარგება ყველაფერი, რასაც ჰქვია სერიოზულობა, სიღრმისეული ანალიზის აუცილებლობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები