ჩინეთი ტიბეტში მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰიდროელექტრო კაშხალს ააშენებს
ჩინეთი ტიბეტში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, – ამის შესახებ BBC იუწყება.
კაშხალი, რომელიც განთავსდება მდინარე იარლუნგ ცანგპოსთან, წლიურად 300 მლრდ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთის კაშხლის „სამი ხეობის“ სიმძლავრე, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ჰიდროელექტროსადგურად ითვლება.
ჩინურ მედიაში აღნიშნავენ, რომ ეს არის უსაფრთხო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვისკენაა მიმართული.
უფლებადამცველმა ჯგუფებმა და ექსპერტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.
ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ კაშხლის მშენებლობამ, შესაძლოა, ადგილობრივი თემის გადაადგილება, ბუნებრივი ლანდშაფტის და ეკოსისტემის შეცვლა გამოიწვიოს. ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პროექტი გარემოზე დიდ ზეგავლენას არ მოახდენს.