მედვედევი – ევროპა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით უნდა დაისაჯოს

ევროპა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით უნდა დაისაჯოს: პოლიტიკური, ეკონომიკური და ყველა სახის ჰიბრიდული საშუალებით, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს.

მისივე თქმით, ევროპა მსოფლიოში რუსოფობიის მთავარ დასაყრდენად გადაიქცა.

„ევროპა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით უნდა დაისაჯოს: პოლიტიკური, ეკონომიკური და ყველა სახის ჰიბრიდული საშუალებით და ამიტომ, ხელი უნდა შევუწყოთ ნებისმიერ დესტრუქციულ პროცესს ევროპაში. გაუმარჯოს აგრესიულ მეამბოხეებს მათ ისტორიულ ქუჩებზე! დიდება მიგრანტთა ბრბოებს, რომლებიც სიძულვილით ანადგურებენ ნათელ, ევროპულ ღირებულებებს! დაე, გაქრეს ევროპელი ბიუროკრატების ყველა ამაზრზენი სახე მომავალი სამოქალაქო შეტაკებების ნაკადში!“ – წერს მედვედევი.

მედვედევის განმარტებით, მისი ამ მკაცრი მიდგომის მიზეზი ის გახდა, რომ ნორვეგიის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა Oslo Carrier 3-მა უარი განაცხადა თავის ბორტზე მიეღო ხომალდ Ursa Major-ის რუსი მეზღვაურები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში იხრჩობოდნენ.

“გჭირდებათ რაიმე დამატებითი განმარტება? ამის პატიება არ შეიძლება!”,- წერს მედვედევი ტელეგრამზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები