კახა კალაძე: ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვთ რუსეთთან, იქიდან მიღებული ფულით ჯიბეებს ისქელებენ, ჩვენ კი გვეუბნებიან რუსეთისკენ მიდიხართო

ის ადამიანები ან ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვთ რუსეთთან, ჩვენ გვეუბნებიან რუსეთისკენ მიდიხართო. არსად მივდივართ, ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას.

კახა კალაძის თქმით, ბიზნესმენების ნაწილი, რომელიც თითქოს, ყველაფერ რუსულს გმობს, ხელისუფლებას ადანაშაულებს რუსულ კურსში, სინამდვილეში თავად არიან კავშირში რუსეთთან და დაფინანსებასაც იქიდან იღებენ.

„ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი. ჩვენ აქეთ მოგვიწოდებენ, რომ ვითომ რუსეთისკენ მივდივართ. ამ დროს არსად მივდივართ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერს ვაკეთებთ. თუკი ამ მიმართულებით რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მომხდარი. მეორე მხრიდან გვაშანტაჟებენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ ის ადამიანები ან თუნდაც ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვს რუსეთთან, ყველაზე მეტჯერ არიან რუსეთში ნამყოფები, იქიდან პირდაპირ თანხებს იღებენ სხვადასხვა გზით, დაფინანსებით, ბიზნესის სახით. სწორედ ეს ადამიანები გამოდიან და გვეუბნებიან, რომ რუსეთისკენ მიდიხართო, თავად კი კარგ ბენეფიტებს იღებენ, ჯიბეებს ისქელებენ. „ქართული ოცნება“, პირველ რიგში, იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, დგამს ყველა ნაბიჯს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გარედან თავს არავის ვუხრით და ქვეყანას ვიცავთ. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ბატონყმური დამოკიდებულება გარედან, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის ვასალი არ ვართ. ვართ დამოუკიდებელი, შემდგარი და სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფერს დავიცავთ და განვამტკიცებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები