ნიკოლოზ გულუა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე: 2011-2012 წლებში განხორციელდა ბანკის გაკოტრების სქემა – გიორგი ისაკაძემ აღიარა 2007 წლის არარსებული საგადასახადო ვალდებულება

“2011-2012 წლებში განხორციელდა ბანკის გაკოტრების სქემა. ე.წ. დანაშაულებრივი მოქმედებები”, – ამის შესახებ „ქართუ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ გულუამ განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ მთავარი მოქმედი ფიგურანტი იყო გიორგი ისაკაძე, რომელმაც აღიარა 2007 წლის არარსებული საგადასახადო ვალდებულება.

„კლიენტის წარმომადგენელი და თავმჯდომარე იყო გიორგი ისაკაძე, რომელმაც აღიარა 2007 წლის არარსებული საგადასახადო ვალდებულება და ამ ვალდებულების გამო განხორციელდა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაცია და იპოთეკის გაუქმება“, – განაცხადა ნიკოლოზ გულუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები