აჩიკო ნიჟარაძე: ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას

“სულ ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას”, – ამის შესახებ მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მან მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცა.

„უკლებლივ ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ რომ მომავალი 2025 წელი ბედნიერების, სიხარულის, ერთიანობის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის. სულ ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ამ დიდ სიყვარულს. ბედნიერი ვარ რომ იმ საქმეს ვემსახურები რომელსაც ნამდვილად შეუძლია ხალხის გაერთიანება“, – წერს აჩიკო ნიჟარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები