ცოტნე ანანიძე: უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მოუწოდებს მომიტინგეებს ძალადობრივი შეტევისკენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება.
„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მოუწოდებს მომიტინგეებს ძალადობრივი შეტევისკენ!“ – წერს ცოტნე ანანიძე.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრებთ, ეს არ არის უბრალოდ ფონი განცხადებებისთვის, ეს არის იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ. მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება“.