“ბოროტი, კლოუნი და ჯაშუში, მიხეილ სააკაშვილი რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ნარატივს ვერ გადაეჩვია და ვერ გამოვიდა „როზგიდან“ – გორდულაძე
“მიხეილ სააკაშვილი ვერ აკეთებს იმას, რასაც 2004-2012 წლებში ასრულებდა და ახლა ადამიანებს მოუწოდებს, იძალადონ მათზე, ვისაც არ ეთანხმებიან”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ბოროტი, კლოუნი და ჯაშუში, მიხეილ სააკაშვილი რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ნარატივს ვერ გადაეჩვია და ვერ გამოვიდა „როზგიდან“, ჯოხით დამუქრებიდან და ძალადობიდან. ეს ადამიანი იმას ვერ აკეთებს, რასაც 2004-2012 წლებში ასრულებდა და ახლა ადამიანებს მოუწოდებს, იძალადონ მათზე, ვისაც არ ეთანხმებიან. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების გამო პასუხისგებაშია მიცემული, ჭკუას ვერ სწავლობს და გონს ვერ მოეგო. გონს ვერც მოეგება – როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ვერ შეიცვლის ზნეს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „თავს ნუ მოვიტყუებთ, ამ კრიმინალურ ბანდას ესმის მხოლოდ ჯოხის ენა, უფრო მეტი შეტევა, გაფიცვა, იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვავს ხალხს”.