თურქეთში, საბრძოლო მასალის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა – დაიღუპა 12 ადამიანი

თურქეთში, ბალიკესირის რაიონში, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

აფეთქებისას ქარხნის შენობა დაინგრა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანია დაშავებული. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ქარხანაში აფეთქების დროს.

აფეთქება ZSR ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების ქარხანაში მოხდა. კომპანია აწარმოებს “სამოქალაქო ასაფეთქებელ ნივთიერებებს”, ასევე საბრძოლო მასალას, სანადირო და ხმის ვაზნებს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები