ჭიათურაში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
,,ხალხმრავლობა იყო დღეს ჭიათურაში,კულტურის ცენტრის მიმდებარედ, სადაც მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო”,- ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეკრებილებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მიესალმა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
საახალწლო პროგრამა სადღესასწაულო კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.
კონცერტში მონაწილეობდენენ : სალომე ბაკურაძე, ევა შანავა, კვარტეტი „ჭიათურა“, კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები.