არჩილ გორდულაძე: “ნაცების” ფასი ნულია
„ნაცები“ რაც არ უნდა დაშალო, დაყო ან გააერთიანო, საბოლოო ჯამში, მათი ფასი ნულია”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ
„ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.
„მერამდენე ფანჩატურია უკვე, თვლაც აგვერია. ამ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ზიზღი აქვთ – ერთმანეთი ნალანძღი, ნაგინები ჰყავთ. ვიცით, რომ ისინი ერთმანეთთან ვერასოდეს იქნებიან. მათ ერთადერთი ჰარმონიული კავშირი აქვთ მიღებული დავალებების შესრულებისას. მათი გადაწყვეტილება არ იყო არც გაერთიანება და არც დაშლა. როცა პატრონებისგან დავალებას მიიღებენ, რომ გაერთიანდნენ, როგორმე საზოგადოება მოატყუონ, ამას აკეთებენ. მათი პატრონები მარტივ დასკვნამდე ვერ მივიდნენ, რომ „ნაცები“ რაც არ უნდა დაშალო, დაყო ან გააერთიანო, საბოლოო ჯამში, მათი ფასი ნულია. ამიტომაც არის, რომ არჩევნებში მეათედ დამარცხდნენ. ეს ასე გაგრძელდება. ვიდრე ხელისუფლება მტკიცედ იქნება, იქამდე მათ პატრონებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ“, – განაცხადა გორდულაძემ.