თენგიზ შარმანაშვილი: არასდროს ვყოფილვართ ევროკავშირთან კონფლიქტის გაღრმავების ინიციატორები

“არასდროს ვყოფილვართ ევროკავშირთან კონფლიქტის გაღრმავების ინიციატორები და თუ ისინი შეწყვეტენ ამ ცალმხრივ მიდგომებს, ჩვენი ნაბიჯები არ დააყოვნებს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან ობიექტურ დამოკიდებულებას ითხოვს.

„4 ოქტომბერს დაანონსებული იყო სახელმწიფო გადატრიალება და ამას მხარი დაუჭირეს. არ ვლაპარაკობ რიტორიკაზე, ვსაუბრობ კონკრეტულ ქმედებებზე. ასეთი ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო. ასე რომ, ჩვენი ნაბიჯები ყოველთვის საპასუხო იყო. არასდროს ვყოფილვართ ევროკავშირთან კონფლიქტის გაღრმავების ინიციატორები და თუ ისინი შეწყვეტენ ამ ცალმხრივ მიდგომებს, ჩვენი ნაბიჯები არ დააყოვნებს. ერთადერთ რამეს – ობიექტურ დამოკიდებულებას ვითხოვთ, ვითხოვთ ფაქტებზე და არა აღქმებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, არა რევოლუციური სიტუაციების წახალისებას, არამედ თანასწორუფლებიან პარტნიორულ ურთიერთობებს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები