გაეროს კვლევის თანახმად სამუშაო სტრესის გამო ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი იღუპება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის სააგენტოს (International Labour Organization) ახალი ანგარიშის მიხედვით, სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული ფსიქოსოციალური რისკები მსოფლიოში ყოველწლიურად 840 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილთან არის დაკავშირებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძირითად რისკებს შორისაა ხანგრძლივი სამუშაო საათები, სამუშაოს არასტაბილურობა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ბულინგი, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ფაქტორები ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ფსიქიკური აშლილობებისა და სუიციდის რისკს, რაც საბოლოოდ ნაადრევ სიკვდილიანობაზე აისახება.

International Labour Organization-ის შეფასებით, სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული სტრესი თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და როგორც სახელმწიფოების, ისე დამსაქმებლების მხრიდან შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები