გურამ რჩეულიშვილის საფლავის რესტავრაციის პროექტი მალე დასრულდება
2024 წელი გურამ რჩეულიშვილის საიუბილეო წელიწადია. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მწერალთა სახლის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, შემუშავდა გურამ რჩეულიშვილის საფლავის რესტავრაციის პროექტი, რომლის სამუშაოებიც დასასრულს უახლოვდება.მწერლის საფლავის რესტავრაციის პროექტი წარმოადგენდა კომპლექსურ ღონისძიებას და ითვალისწინებდა მემორიალური ძეგლის აღდგენას და მონტაჟს, რომელიც განახორციელა ა(ა)იპ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციამ.
დეკემბრის ბოლოს საფლავის არსებული ქვა ასლით ჩანაცვლდება.