ბაიდენმა სიკვდილმისჯილ 37 პატიმარს განაჩენი შეუმსუბუქა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეწყალების უფლებამოსილება გამოიყენა და სიკვდილმისჯილ 37 პატიმარს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
„არ დაუშვათ შეცდომა: მე ვგმობ ამ მკვლელებს, ვწუხვარ მათი საზიზღარი ქმედებების მსხვერპლთა გამო და ვწუხვარ ყველა იმ ოჯახის გამო, რომლებმაც წარმოუდგენელი და გამოუსწორებელი ზარალი განიცადეს.
მე იმაზე მეტად ვარ დარწმუნებული, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, რომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ სიკვდილით დასჯის გამოყენება ფედერალურ დონეზე“, – განაცხადა ბაიდენმა.