პროტესტის 23-ე დღე პარლამენტთან – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწყვეტ აქციებს, მარშებს და მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 23-ე დღეა გრძელდება.
მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.