კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულია 13 ადამიანი

კიევში, რუსეთის ფართომასშტაბიანი სარაკეტო და უპილოტო საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაღუპულია ერთი ადამიანი.

ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი პოპკომ Telegram-ზე განაცხადა.

„სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა საერთო რაოდენობა 13-ს შეადგენს. ერთი ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა პოპკომ.

როგორც Ukrinform-ი იუწყება, დღეს, კიევზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა ალბანეთის, არგენტინის, პალესტინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პორტუგალიისა და მონტენეგროს საელჩოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები